გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y31EGW3D გამოქვეყნდა 5 ნოე 33 ნახვა

ბრენდისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერი

სამერი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამერი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია: სამერი ჯგუფი ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ სამერი ჯგუფი — 2008 წელს დაარსებული ქართული მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შიდა და დამალული კარების, ასევე ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავეჯის (სამზარეულო, საძინებელი, გარდერობი) წარმოებაში. წარმოება მიმდინარეობს კომპანიის საკუთარ საწარმოში, იტალიური და ევროპული მასალების გამოყენებით. კომპანიის პროდუქცია განკუთვნილია როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერული და კორპორატიული პროექტებისთვის. 2023 წელს სამერი ჯგუფი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერ კომპანიად“ დასახელდა.

პოზიციის მიზანი

  • პოზიცია გულისხმობს კომპანიის B2B მიმართულების განვითარებას, დეველოპერებთან,
  • დიზაინერებთან და კორპორატიულ კლიენტებთან პარტნიორული ქსელის შექმნასა და მართვას,
  • ასევე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

სამუშაოს აღწერილობა

  • B2B კლიენტების მოზიდვა: დეველოპერები, სასტუმროები, ოფისები და სხვა კორპორატიული პროექტები;
  • არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება; დიზაინერების პარტნიორული პროგრამის მართვა;
  • პარტნიორობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმოება: დეველოპერის პაკეტები,სტენდები გაყიდვების ოფისებში, ერთობლივი აქციები სარემონტო მაღაზიებთან და ბანკებთან;
  • სტრატეგიული პროექტების მართვა დაგეგმვიდან შედეგების შეფასებამდე;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლება: ღონისძიებები, გამოფენები, PR, მედიასთან ურთიერთობა;
  • სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად კომუნიკაციის დაგეგმვა და ყველა არხში ბრენდის ერთიანი მესიჯის უზრუნველყოფა;
  • B2B გაყიდვების პროცესის კოორდინაცია, ლიდების აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B2B გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორობის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო, სარემონტო, ინტერიერის ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
  • დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან ან დიზაინ-სტუდიებთან არსებული კონტაქტები;
  • მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
  • პროექტების მართვის გამოცდილება: რამდენიმე პროექტის პარალელური დაგეგმვა და ვადებში შესრულება;
  • ქართული ენის და ინგლისური ენის კარგად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა;

უპირატესობად ჩაითვლება

  • ბრენდის მართვის ან მარკეტინგის გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კარის, ავეჯის ან სამშენებლო მასალების ბაზრის ცოდნა.

კომპანია სთავაზობს ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი პარტნიორული გაყიდვებიდან; კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშუალო მუშაობა და კომპანიის ზრდაზე რეალური გავლენა;

დამატებითი სარგებელი განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ მისამართზე. პოზიციის დასახელება მიუთითეთ სათაურში. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა