9265 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y32BM02Y გამოქვეყნდა 26 ოქტ 27 ნახვა

სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით

ლაივ საფორთი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით "LiveSupport".

"LiveSupport" - არის IT აუთსორსინგისა და კიბერუსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი, რომელიც უკვე 10 წელია ეხმარება ორგანიზაციებს IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, სტაბილურ და ეფექტურ მართვაში. კომპანია უზრუნველყოფს სრულ IT მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მართვასა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე.

ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ B2B გაყიდვების სფეროში რეალური გამოცდილების მიღება, საქმის ადგილზე შესწავლა და პროფესიული განვითარება.

რას ისწავლი და რისი გაკეთება მოგიწევს სტაჟირებისას?

  • B2B გაყიდვების სტრატეგიებსა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციას (Email, LinkedIn, სატელეფონო კომუნიკაცია).
  • პოტენციურ კლიენტებთან ეფექტურ მოლაპარაკებასა და ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას.
  • თანამედროვე CRM სისტემაში მუშაობასა და რეპორტინგს (CRM-ს შეგასწავლით ადგილზე).
  • გაყიდვების გუნდთან ერთად რეალურ ქეისებზე მუშაობასა და პრაქტიკული უნარების დახვეწას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და სწავლის მაღალი მოტივაცია;
  • მიზანდასახულობა, შედეგსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტაცია.

პირობები და უპირატესობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 - 18:00 (სწავლის ხელშეწყობის მიზნით, შეთანხმებადი).
  • კარიერული ზრდა: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში - დასაქმება გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

შერჩევის ეტაპები:

  • ეტაპი 1: CV-ების განხილვა და გასაუბრება;
  • ეტაპი 2: სატესტო ცივი ზარის (Cold Call) განხორციელება პოტენციურ კომპანიასთან.

შენიშვნა: ზარის ეფექტურად სამართავად წინასწარ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას და ინსტრუქციას.

თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე და მეილის სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა