8360 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y4ZXKS4C გამოქვეყნდა 8 სექ 1 ნახვა

Super

Super

საწყობის ექსპედიტორი

Super გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს საწყობის ექსპედიტორის თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, მუხათგვერდის ტერიტორია (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი

** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული

** ანაზღაურების ოდენობა: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იმპორტირებული კონტეინერებიდან ტვირთის გადმოტვირთვა და მიღება;

** შემოსული პროდუქციის პირველადი ვიზუალური შემოწმება (დაზიანებებსა და ხარვეზებზე);

** პროდუქციის შტრიხკოდირება და ეტიკეტირება;

** პროდუქციის სწორი და უსაფრთხო დასაწყობება/განთავსება საწყობის შესაბამის ზონებში;

** ფილიალების შეკვეთების საფუძველზე პროდუქციის ზუსტი აწყობა/კომპლექტაცია და ტრანსპორტირებისთვის გამზადება;

** ფილიალებში პროდუქციის ჩამოცვლა;

** გეგმურ და პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა, საქონლის ფაქტობრივი ნაშთების დათვლა.

ძირითადი ვალდებულებები:

** სარეალიზაციო პროდუქციის (მათ შორის მსხვრევადი ასორტიმენტის) უსაფრთხოების დაცვა გადაადგილებისა და დასაწყობებისას;

** საწყობის ტერიტორიაზე სამუშაო სივრცისა და თაროების წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი შენარჩუნება;

** შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში:

** მოგვწერეთ ელფოსტაზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - საწყობის ექსპედიტორი)

** დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/8dtCq7cLjCqBM6TB9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე -

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Super
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის