საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების მენეჯერი
+12% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,234 ₾ · 141 განცხადება
გამოქვეყნდა 21 ოქტ (დარჩა 6 დღე) ბოლო ვადა: 21 ნოე
"ტოპოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული კომპანიისთვის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე; 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- ობიექტზე ვიზიტის დაგეგმვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
- კლიენტების ბაზის მართვა შესაბამის პროგრამებში;
- გაყიდვების სტიმულირების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დეველოპერულ პროექტებში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500₾ (NET) + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელი უფლებამოსილია თქვენი მონაცემები განიხილოს სხვა ვაკანსიებისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!