8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y5MKK82Y გამოქვეყნდა 28 აგვ 9 ნახვა

კურიერი

კაუკასუს აუტო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

"კაუკასუს აუტოში" რუსთავის ფილიალისთვის კურიერს ვეძებთ, რომლის მოვალეობაშიც შევა:

** გაფორმების ოფისიდან დოკუმენტაციის მომსახურების სააგენტოში გადატანა და სააგენტოდან შესაბამისი დოკუმენტაციის ოფისში დაბრუნება. ** ბანკში კომპანიის სახელით გადარიცხვებზე ხელმოწერა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ** ტრანსპორტის ქონა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 17:00 საათამდე ** ანაზღაურება: 2, 000 ლარი

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: კურიერი - რუსთავი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კაუკასუს აუტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის