საწყობის თანამშრომელი
შპს "დაკა" გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის აცხადებს მიღებას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. შრომის ანაზღაურება: 1800 (ათას რვაასი) ლარი.
ძირითადი მოვალეობები: საწყობში პროდუქციის მიღება, დახარისხება, დალაგება, მომხმარებელთან გატანა და სხვა საწყობში განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებული მოვალეობები
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე