მზარეული
რესტორანი „ცაზე“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და საქმისადმი სიყვარულით გამორჩეულ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
ძირითადი მოვალეობები
- ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა
- სამზარეულოს ინვენტარის და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა
- პროდუქტის სწორად შენახვა და მარაგების კონტროლი
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია
- შეფის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
- დროის მართვის უნარი და სწრაფ ტემპში მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 5/2
- სამუშაო საათები: 9 საათიანი ცვლა
- სტაბილური ანაზღაურება (განიხილება გასაუბრების ეტაპზე)
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
- მეგობრული სამუშაო გარემო
თუ ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გიყვარს კულინარია — ეს შასაძლებლობა შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „მზარეული“.