პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

YEBXD9T8 გამოქვეყნდა 9 ნოე 6 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

JSL Logistics გარე განცხადება
₾2500 / თვეში ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "JSL Group"-ში შემავალი "JSL Logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლოჯისტიკის მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:00 საათამდე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500-3500 Gross + კვარტლური ბონუსი

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას:

  • უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათი;
  • სატრანსპორტო მომსახურება მეტრო "ზემო სამგორიდან";
  • საბონუსე სისტემა;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქციები

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: წლის, კვარტლისა და ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შედგენა/შესრულება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • არსებული ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • ახალი პროექტების მოძიება და მათში ჩართულობა;
  • კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • გაყიდვების ანალიზი, ანგარიშების მომზადება და ეფექტურობის გაუმჯობესება;
  • კომპანიის სახელით ოფიციალურ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
  • გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და დირექციისთვის ანგარიშის წარდგენა;
  • მიმდინარე სატვირთო ბაზრის მიმოხილვა გენერალურ დირექტორთან და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით);
  • ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემის ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • პრეზენტაბელურობა;

რბილი უნარები

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • დისციპლინირებულობა.
  • კომპანიაში დაგხვდებათ:
  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების განხილვის პირობები (Privacy Policy): პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "JSL Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მისამართზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "JSL Group"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა