უფროსი დიასახლისი
სასტუმრო "monografi" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დიასახლისის პოზიციაზე.
პირობები
- გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 9 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 1 საათი დასვენება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- უნიფორმით უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები
- ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
- ზედამხედველის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
- დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
- აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
- ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსისთვის/ზედამხედველისთვის შეტყობინება;
- კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.
უნარ-ჩვევები
- სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.