თაბაშირ-მუყაოს ფილების მემონტაჟე
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას თაბაშირ-მუყაოს (გიფსოკარდონის) ფილების მემონტაჟის პოზიციაზე.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
- გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
- კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
- კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დავალების გაცნობა, სამუშაო ადგილისა და ზედაპირების მომზადება;
- ზომების აღება, სამონტაჟო ხაზების მონიშვნა და ლითონის კარკასის მოწყობა;
- თაბაშირ-მუყაოს ფურცლების გაზომვა, მოჭრა და კედლებზე, ჭერზე ან ტიხრებზე დამონტაჟება;
- საჭიროების შემთხვევაში, საიზოლაციო მასალებისა და საინჟინრო კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი ღიობების მოწყობა;
- ნაკერებისა და ხრახნების ადგილების დამუშავება, ზედაპირის გასწორება და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის მომზადება;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება;
- მასალებისა და ხელსაწყოების მოვლა, სამუშაო ადგილის მოწესრიგება და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო მიმართულებით პროფესიული განათლება (სასურველია);
- უნდა ჰქონდეს თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის ან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმართულებით გამოცდილება.
საჭირო ცოდნა და უნარები:
- თაბაშირ-მუყაოს სისტემებისა და სამონტაჟო მასალების გამოყენება;
- სამუშაო ნახაზებისა და სამონტაჟო სქემების წაკითხვა;
- საზომი და ელექტროინსტრუმენტების უსაფრთხოდ გამოყენება.
უნარ-ჩვევები:
- ტექნიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "თაბაშირ-მუყაოს (გიფსოკარდონის) ფილების მემონტაჟე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.