8646 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YGH2TNYT გამოქვეყნდა 7 სექ 3 ნახვა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

კონტროლის დეპ. I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾3360 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას წყალმომარაგებითა და წყლარინებით სარგებლობის კონტროლის დეპარტამენტის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 3 360 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების ორგანიზებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა, მონაცემების მოძიება და დამუშავება;

** უკანონო მიერთებების გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და აქტების შედგენა;

** მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სისწორის და შესაბამისობის კონტროლი;

** ნულოვანი აბონენტების გადამოწმება (აღრიცხვის კვანძების დათვალიერება) და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება (მრიცხველის შემოწმების აქტის შედგენა);

** ისეთი მომხმარებლების გამოვლენა, ვინც სარგებლობს კომპანიის წყალმომარაგებითა და წყალარინების ქსელით, მაგრამ არ ფიქსირდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში;

** მრიცხველის გვერდის ავლით და მრიცხველის გარეშე, სასმელი წყლის მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა;

** მრიცხველების განზრახ დაზიანების (ციფრული მაჩვენებლის გაყალბება აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის მიზნით) ფაქტების გამოვლენა;

** ჯგუფის უფროსისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა, სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;

** საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და კომპანიის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა აქტებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება; სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან და აუცილებელია დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისათვის;

** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: პრიორიტეტია სამართალი/ფინანსები/ეკონომიკა.

** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

** ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა;

** სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი;

** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის