7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YK0CXDX1 გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

Techno Mall via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

ელექტრო ინსტრუმენტების და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის კონსულტაცია და საჭირო პროდუქტის შერჩევაში დახმარება; - პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების მომხმარებლისთვის სწორად გაცნობა; - გაყიდვების განხორციელება და კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულება; - პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების ცოდნა; - სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და კონტროლი; - მომხმარებელთან მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი; - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,000 ₾ NET (ხელზე)+ ბონუსი (500-1000₾); - ბონუსები: დამატებით მოქმედებს 2 ტიპის ბონუს სისტემა: - რეალიზაციის ბონუსი; - მარჟის ბონუსი. - კვება: უზრუნველყოფს კომპანია.

დამატებითი ბენეფიტი: - Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.

მოთხოვნები: - კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; - შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - ტექნიკისა და ხელსაწყოების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - რომელიმე უცხო ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გსურს, რომ შენს შედეგზე იყოს დამოკიდებული შენი დამატებითი შემოსავალი — შემოუერთდი Techno Mall-ის გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ მეილზე: info@technomall.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Techno Mall
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა