გაყიდვების კონსულტანტი
Solray აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე City Mall Saburtalo-ში მდებარე სავაჭრო სტენდზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც მოსწონს მომხმარებელთან ურთიერთობა და შეუძლია პროდუქტის ეფექტურად წარდგენა.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება; - გაყიდვების განხორციელება; - პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა; - სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციის უზრუნველყოფა; - ყოველდღიური საოპერაციო პროცესების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მოწესრიგებულობა და პოზიტიური დამოკიდებულება; - გაყიდვებზე ორიენტირებულობა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს; - თვეში 15 სამუშაო დღეს; - სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: City Mall Saburtalo, თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: შერჩეულ კანდიდატებს Solray-ის გუნდიდაუკავშირდება გასაუბრებისთვის.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.