7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YMERT0FX გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

მიწოდების განყოფილების თანამშრომელი

Geosm via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1400–400 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა - შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის - ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ - მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე - უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი - საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან უმაღლესი განათლება; - მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი; - ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი; - ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები: - ენერგიული; - პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; - პუნქტუალური; - მოტივირებული; - თავაზიანი; - მოთმინების უნარის მქონე; - დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება: - ფიქსირებული 1400 ლარი; - გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ- ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით, საშუალოდ 300-400 ლარი) + ჯანმრთელობის დაზღვევა;)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Geosm
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა