7811 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YMV3ZT36 გამოქვეყნდა 31 აგვ 2 ნახვა

ადმინისტრატორი

XS სათამაშოები გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი, გალერეა თბილისი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 5 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: გალერეა თბილისი;

მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო"

სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** კომფორტული სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა

** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება

** სალაროს მართვა

** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
XS სათამაშოები
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა