ადმინისტრატორი
აპარტ-სასტუმრო „პარალელი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
თუ გაქვთ სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ აპარტ-სასტუმროში, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები - სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out); - სატელეფონო ზარებსა და ონლაინ შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხის გაცემა; - ჯავშნების მიღება, მართვა და კოორდინაცია; - Booking.com-ის, Airbnb-ისა და Beds24-ის სისტემებთან მუშაობა; - სტუმრების ანგარიშსწორება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფა; - აპარტამენტების მზადყოფნის, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; - დამლაგებლის მუშაობის კოორდინაცია და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა; - მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; - დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - Beds24-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ - თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - სამუშაო გრაფიკს: 10:00–19:00 (1-საათიანი შესვენებით); - სამუშაო კვირას: 6 სამუშაო დღე; - სამუშაო ადგილს: კვარიათი; - ანაზღაურებას: 1500 ლარი; - 1-თვიან გამოსაცდელ ვადას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
დამატებითი ინფორმაცია ასევე განიხილება სასტუმროს მართვისა და მენეჯმენტის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კანდიდატურები.
განაცხადის გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Tel/WhatsApp: +995 595 07 53 07