7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YNBDQ0NT გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ოჯახის ექიმი

კლინიკა რეიმანი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გასინჯვა, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება ჰოლისტური მიდგომის გათვალისწინებით, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა. - სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ძირითადად, ელექტრონულ ფორმატში და სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემასა და სხვა მონაცემთა ბაზებში; - სამედიცინო (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი, სხვადასხვა ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; - პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება; - პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, პაციენტების ხანგრძლივი მეთვალყურეობა, აქტიური მოკითხვა; - სადაზღვევო ფინანსური დოკუმენტაციის გაცემისას სადაზღვევო პოლისის პირობების დაცვა; - პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა,; - ელექტროკარდიოგრამის გადაღება/ინტერპრეტაცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულება; - კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა; - სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა; - ფარმაცევტულ თუ სხვა ინდუსტრიასთან ურთიერთობისას კლინიკის შიდა პოლიტიკის დაცვა; - კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“. გამონაკლისის სახით დასაშვებია სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“. - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ცოდნა, უნარები: - ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე); - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 36 სამუშაო საათი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: - ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. #3 - ისანი, არტურ ლაისტის ქუჩა #1 - გლდანი, მ. ნოზაძის #12

შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების ანალიზი და წინასწარი შერჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება; - ტესტირება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PY4wQzT

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა რეიმანი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა