ბუღალტერი
სადისტრიბუციო კომპანია "ინვესტორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ. 116
ანაზღაურების რეინჯი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები) საწყის ეტაპზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
** რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული დავალიანების პერიოდული კონტროლი და მყიდველებთან შედარება;
** დამატებით მთავარი ბუღალტრის მიერ მოთხოვნილი დედლაინების შესრულება;
** რეალიზებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და გადამოწმება;
** ყოველთვიურად ბუღალტრული გატარებების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია ბუღალტრულ პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრის ჩათვლით ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.