მზარეული
რესტორანი Blue Fox მდებარეობს ძველი თბილსის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო “The Blue Fox Hotel” -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი.
რესტორანი Blue Fox აცხადებს ვაკანსის მზარეულის პოზიციზე. ლოკაცია: თბილისი ექვემდებარება: შეფ მზარეულს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს
ძირითადი მოვალეობები: - შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად - კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება - ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა - სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად - სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი - მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება - შეფ მზარეულის დავალებების შესრულება
საჭირო უნარები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად) - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - გუნდური მუშაობის უნარი - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ: - გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე - კონკურენტულ ანაზღაურებას - კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში - ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: veriko.kereselidze@bluefoxtbilisi.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.