უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის მძღოლი
დაქვემდებარება
** უშუალო ხელმძღვანელი ** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** მასზე მიმაგრებული ტექნიკის შენახვა და გამართულობის უზრუნველყოფა; ** მასზე მიმაგრებული ტრანსპორტის მართვა ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და გზებზე, დღისით და ღამით; ** მანქანის მზადყოფნა ექსპლუატაციისთვის, საგზაო უსაფრთხოებისა და მოძრაობის წესების ცოდნა; ** ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება; ** მანქანისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმების ცოდნა და მათი ეკონომიურად გამოყენება; ** მანქანის ექსპლუატაციისას მანქანის უფროსის მითითებების შესრულება; ** საგზურის ფურცლის შევსება და დამუშავება; ** ბრძანების გარეშე სხვა პირისთვის სატრანსპორტო საშუალების საჭის მართვის გადაცემის შეზღუდვა; ** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უქმე ან დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის სანაცვლოდ მძღოლს მიეცემა დამატებითი დასვენების დღე ან დამატებითი დასვენების საათი; ** ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს წერილობით მოხსენება მასზე მიმაგრებული ტექნიკის გამართულობის შესახებ; ** უზრუნველყოფს სატრანსპორტო ჯგუფის უფროსის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის - ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
განათლება
ხარისხი (სავალდებულო)
საშუალო
მართვის მოწმობა BCDE კატეგორია
ხარისხი (სასურველი)
საშუალო-პროფესიული
გამოცდილება
შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
ცოდნა
** იცოდეს და ზუსტად დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები; ** იცოდეს ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა; ** იცოდეს მანქანებზე გამოყენებულ საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმები და ხარისხები; ** იცოდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება საავტომობილო ტექნიკისა და საავტომობილო კოლონების უსაფრთხო მოძრაობის შესახებ.
უნარები
** კომუნიკაბელურობა; ** გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).
სხვა უნარები:
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო ** კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ანაზღაურება: 1772 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066