9347 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YR2P3QBX გამოქვეყნდა 28 ოქტ 22 ნახვა

Midea

Midea

მძღოლ დისტრიბუტორი / კრწანისი გიგანტის დასახლება

Midea გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾500–800 / თვეში −63% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,751 ₾ · 117 განცხადება ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ მძღოლ დისტრიბუტორის “ პოზიციაზე სოფელი კრწანისში, (გიგანტის დასახლება)

ფუნქცია-მოვალეობები: - შეძენილი ტექნიკის მომხმარებლის მისამართზე უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება; - მომხმარებლის წინასწარ ინფორმირება ტექნიკის მიწოდების დროის შესახებ; - ტექნიკის მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ატანის პროცესში მონაწილეობა; - სატრანსპორტო საშუალების მართვა საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით; - კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სათანადო მოვლა და მისი ტექნიკური გამართულობის კონტროლი; - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ჯარიმების გადახდა; - მიწოდების პროცესში პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები: - ასაკი — 25 წლიდან (სადაზღვევო პირობებიდან გამომდინარე); - B კატეგორიის (მექანიკის) მართვის მოწმობა, მინიმუმ 5-წლიანი მართვის გამოცდილებით; - ნასამართლობისა და ნარკოლოგიური ცნობების წარმოდგენის შესაძლებლობა;

ანაზღაურება - ხელფასი: 500 ლარი (6 თვის შემდეგ — 800 ლარი); ბონუსი: 1–8 ლარი თითოეულ ნივთზე; - კორპორატიული დაზღვევა; - ტრანსპორტირება ზედა სამგორიდან;

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 10:00–18:00; - შაბათს — 10:00–15:00.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2026 წლის 28 ნოემბრამდე

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: გასაუბრება.

მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემეტქნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა