მოლარე- მასიმო დუტი-სრული განაკვეთი - ბათუმი - გრანდ მოლი
სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე- მასიმო დუტი-სრული განაკვეთი (ბათუმი, გრანდ მოლი),
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
სრული განაკვეთი: სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1 000 ლარი + 400 ლარამდე ბონუსი.
განსახორციელებელი საქმიანობა: - მაღაზიის გაყიდვებისა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანა; - ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების, გაყიდული ნივთების საწყობიდან დარბაზში გამოტანის უწყვეტი პროცესი, რათა მოხდეს მარაგების მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება და გაყიდვის მაქსიმალიზაცია. - მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა; - დღის ბოლოს, დღიური ნავაჭრის დათვლა.
ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო სამუშაო გარემოს; - კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში) - წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mQuAYez