7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YXHDNX9G გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

მიმღები რეგისტრატორი

მედ-დიაგნოსტიკა via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო განაკვეთი: არასრული; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: მხარეთა შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით; ** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა ** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება და რეგისტრაცია ** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ; ** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ** განიხილება გამოცდილების გარეშე;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
მედ-დიაგნოსტიკა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა