სააბონენტო სერვისების მართვის ინჟინერი
"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.
ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.
სილქნეტში 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.
სილქნეტი - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.
ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.
შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!
მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet
ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო სერვისების მართვის ინჟინრის პოზიციაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=16606
განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია. შეგიძლიათ ერთჯერადად გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი ელექტრონული პროფილი. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.