გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YYC58SSR გამოქვეყნდა 2 ნოე 26 ნახვა

რობოტიკისა და STEM მასწავლებელი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

"მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას რობოტიკისა და STEM მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სამყაროს პრაქტიკული გამოცდილებით გააცნობს — დაეხმარება იდეების განვითარებაში, ექსპერიმენტების ჩატარებასა და საკუთარი პროექტების შექმნაში.

მასწავლებლის მთავარი ამოცანაა ასაკზე მორგებული, საინტერესო და უსაფრთხო სასწავლო პროცესის წარმართვა, რომელიც მოსწავლეებში განავითარებს ტექნიკურ ცოდნას, შემოქმედებით აზროვნებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წლიური სასწავლო გეგმისა და საგაკვეთილო აქტივობების შემუშავება და განხორციელება.
  • რობოტიკის, პროგრამირებისა და ელექტრონიკის მიმართულებით პრაქტიკული გაკვეთილების, პროექტებისა და ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება.
  • სასწავლო მასალისა და დავალებების მორგება მოსწავლეთა ასაკზე, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე — იდეის ჩამოყალიბებიდან კონსტრუირებამდე, პროგრამირებამდე, ტესტირებასა და შედეგის წარდგენამდე.
  • მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული შეფასება და მათთვის კონკრეტული, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიცემა.
  • მოსწავლეების მომზადება კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისა და გამოფენებისთვის.
  • გაკვეთილებისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალების წინასწარ მომზადება, რესურსების მოვლა და ტექნიკური საჭიროებების დროული გამოვლენა.
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის, ელექტრონული კომპონენტებისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა და მოსწავლეებისთვის სწავლება.
  • კოლეგებთან, ადმინისტრაციასა და მშობლებთან თანამშრომლობა; მოსწავლეთა მიღწევებისა და სასწავლო სირთულეების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • რობოტიკის, STEM-ის, პროგრამირების ან მომიჯნავე მიმართულებით სწავლების გამოცდილება.
  • სასწავლო რობოტებთან მუშაობის, მათი აწყობისა და პროგრამირების გამოცდილება.
  • Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ პროექტებში გამოყენების უნარი.
  • Scratch-ისა და ბლოკური პროგრამირების ცოდნა.
  • Python-ის ცოდნა სასწავლო ამოცანებისა და პროექტების შესაქმნელად.
  • ტექნიკური საკითხების მარტივად, გასაგებად და ასაკის შესაბამისად ახსნის უნარი.
  • ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ჯგუფის მართვის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, მოთმინება და გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ტექნიკური ან პედაგოგიური განათლება შესაბამისი მიმართულებით.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილება.
  • მოსწავლეთა კონკურსებისთვის მომზადების ან STEM ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება.
  • ინგლისურენოვან ტექნიკურ და საგანმანათლებლო რესურსებთან მუშაობის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV ელფოსტაზე.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "რობოტიკისა და STEM მასწავლებელი".

სურვილის შემთხვევაში, რეზიუმეს დაურთეთ განხორციელებული პროექტების ან ჩატარებული სასწავლო აქტივობების მოკლე აღწერა ან პორტფოლიოს ბმული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

კანდიდატის მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს "მექატრონიქსის ტექნოლოგიური ლაბორატორია" ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება შერჩევის მიზნისთვის საჭირო ვადით, მიღებიდან არაუმეტეს 6 თვისა.

კანდიდატს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, კანონით გათვალისწინებული პირობებით მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა