გაყიდვების მენეჯერი
"Pegasus Auto" არის ავტომობილების იმპორტის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილებს აწვდის სამხრეთ კორეის, ჩინეთის გერმანიის და აშშ-ს ბაზრებიდან.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა;
- ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
- შემოსულ ლიდებთან/მომხმარებლებთან აქტიური მუშაობა;
- გაყიდვების პროცესის წარმართვა და გარიგების დასრულება;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზასთან მუშაობა;
- კომპანიის გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა, მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- ავტომობილების სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს (საშუალოდ 2, 500 ლარი);
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- ავტომობილების იმპორტის სფეროში საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდეთ ავტომობილების გაყიდვებისა და იმპორტის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.