რეგისტრატორი
კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე ვაკის ფილიალში.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მოგწონს ადამიანებთან ურთიერთობა, გიწვევთ შემოუერთდე ჩვენს გუნდს!
პოზიცია: რეგისტრატორი სამუშაო ადგილი: ვაკის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება - სამუშაო საათები: 09:00 – 21:00
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების მიღება და რეგისტრაცია; - ექიმებთან ვიზიტების დაჯავშნა და განრიგის მართვა; - პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის მომსახურებების შესახებ; - სამედიცინო დოკუმენტაციისა და მონაცემების პროგრამაში შეყვანა; - სატელეფონო ზარების მიღება და საჭირო ინფორმაციის გაცემა; - სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში); - მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან მიმდინარე უმაღლესი განათლება; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა – სავალდებულოა; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; - კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას; - მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.