8683 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Z3GRVZQB გამოქვეყნდა 10 სექ 4 ნახვა

არქი

არქი

სტაჟიორი სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში

არქი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს სამშენებლო პროექტების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობის მიღება; ** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა; ** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; ** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირებაში მონაწილეობა; ** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრაში ჩართულობა; ** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან; ** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ჩვენ კი გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; ** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 25-30 სთ) სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით; ანაზღაურება: 500 ნეტ ლარი

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა