ლობის დიასახლისი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას ლობის დიასახლისის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სასტუმროს ლობისა და საერთო სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება
- სანიტარული კვანძების დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების შევსება
- სასტუმროს საერთო სივრცეების მოწესრიგებული და სუფთა იერსახის შენარჩუნება
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა
- პასუხისმგებლობის გრძნობა და მოწესრიგებულობა
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება: 1400 ლარი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ. მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.