საგარანტიო მენეჯერი
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას - საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216. სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 სთ - 18:00 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება-სასურველია ტექნიკური მიმართულებით; - მომწოდებლის საგარანტიო სტანდარტების ცოდნა; - სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება; - პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - გაყიდული ავტომობილების საგარანტიო ხელწერილის, საგარანტიო რეგლამენტისა და მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომხმარებლისთვის გადაცემა, ასევე ხელმოწერილი დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეესტრის წარმოება; - სერვისისა და მწარმოებლის პროგრამებში გაყიდული ავტომობილების საგარანტიო მონაცემების, დეტალებისა და საგარანტიო ვადების სრულყოფილად ასახვა და პერიოდული განახლება; - სამუშაო ბარათის მიხედვით საგარანტიო მოთხოვნის მომზადება და მწარმოებელთან გაგზავნა; - საგარანტიო ოთახში არსებული დეტალების აღრიცხვა, მარკირება, სორტირება და კონტროლი; - მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საგარანტიო დეტალების უტილიზაციის პროცესის ორგანიზება და კონტროლი; - მწარმოებლის მიერ ანაზღაურებული საგარანტიო მოთხოვნების საფუძველზე ინვოისების მომზადება, წარდგენა და ანაზღაურების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი; - სერვის აქციების კონტროლი, ინფორმაციის გაზიარება ყველა შესაბამის პირთან. საჭირო დეტალების შეკვეთა ნაწილების მიმართულებასთან ერთად; - ანაზღაურებული და უარყოფილი საგარანტიო მოთხოვნების შესახებ ყოველკვირეული რეპორტის მომზადება, ანალიზი და შესაბამისი პირებისთვის გაზიარება; - საგარანტიო შემთხვევასთან დაკავშირებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი; - სერვისის აქციების შესასრულებლად ნაწილების მარაგების განსაზღვრა, შესაბამისი VIN ნომრების იდენტიფიცირება და მომხმარებლების ინფორმირების პროცესში ჩართულობა; - მწარმოებელი კომპანიის სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საჭიროებიდან შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება; - მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებულ სერვის აქციების სისტემატიურად შემოწმება და სერვისის თანამშრომლებთან ერთად მათი შესრულების დაგეგმვა.
პიროვნული უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; - მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/f2nIR
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.