მაღაზიის მენეჯერი
სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია MEGA BX / მეგა ბიქსი ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს მაღაზიის საქმიანობას და იზრუნებს ბიზნესის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი მოვალეობები
- მარაგების, ფასებისა და საქონლის ბრუნვის კონტროლი;
- თანამშრომლების მართვა, სამუშაო პროცესისა და დისციპლინის კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება და განვითარების ახალი იდეების შეთავაზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაღაზიის ან სავაჭრო ობიექტის მართვის გამოცდილება;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქუჩა N10 ანაზღაურება: 1800 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნონ CV ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის.