← ყველა ვაკანსია

ZB1JRYGD გამოქვეყნდა 17 ნოე 15 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

იტა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

Website: http://www.ita.com.ge/ Facebook: https://www.facebook.com/ita.com.ge

კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • კორპორატიული გაყიდვების ბაზრის, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
  • ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, მოზიდვა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ავტოსერვისებთან, ავტოპარკების მფლობელებთან, დილერებთან და სხვა ბიზნესკლიენტებთან თანამშრომლობა;
  • ტენდერებში მონაწილეობა
  • კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება და წარდგენა;
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • კორპორატიული კლიენტების შეკვეთებისა და მოთხოვნების კოორდინაცია, პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ვადების შეთანხმება შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
  • არსებული კორპორატიული მომხმარებლების ბაზის მართვა, ინფორმაციის განახლება და ურთიერთობების განვითარება;
  • არსებული კლიენტებისთვის გაყიდვის შემდგომი მომსახურებისა და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • არასაკმარისად რეალიზებადი პროდუქციის მარაგების გაყიდვის მიზნით მიზნობრივი კორპორატიული შეთავაზებების მომზადება და შესაბამისი მომხმარებლების მოძიება;
  • განსაკუთრებული კომერციული პირობების, ფასდაკლებებისა და მნიშვნელოვანი გარიგებების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
  • B2B გაყიდვების ან კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საავტომობილო სფეროში, ავტონაწილების ან საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების დაგეგმვის, ბაზრის ანალიზისა და კომერციული შეთავაზებების მომზადების უნარი;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები

  • განვითარებული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შედეგზე და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • ახალი მომხმარებლებისა და ბიზნესშესაძლებლობების მოძიების უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • პროაქტიულობა;

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • კორპორატიული გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოზიდვა და არსებული კლიენტების შენარჩუნება;
  • კორპორატიული მომხმარებლების დროული და ეფექტური მომსახურება;
  • გაყიდვების პროცესის სწორად წარმართვა და კომერციული პირობების შეთანხმება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: 2 ავეტიკ ისააკიანის ჩიხი, Tbilisi, Georgia
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა