9080 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZE9PVR2N გამოქვეყნდა 30 სექ 10 ნახვა

ვეგა გრუპი

ვეგა გრუპი

ლოგისტიკის მენეჯერი

ვეგა გრუპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ოქტ

კომპანია "ვეგა გრუპი" 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "ვეგა გრუპი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია "ვეგა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით:

სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
  • ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
  • სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
  • ტრანსპორტის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
  • მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
  • პარტნიორ კომპანიებთან დროული ანგარიშსწორების კონტროლი;
  • პოტენციური მომწოდებლების და ფასების ბაზრის კვლევა, მონაცემთა ბაზის განახლება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01 ნოემბერი, 2026 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.vegageo.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვეგა გრუპი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა