პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

ZF0K4R5X გამოქვეყნდა 13 ნოე 9 ნახვა

უფროსი ბრენდ მენეჯერი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას უფროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდში.

საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.

უფროსი ბრენდ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც მომხმარებლის ქცევისა და საჭიროებების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით ავითარებს პროდუქტს, ქმნის ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიებს და მართავს მონაცემებზე დაფუძნებულ კამპანიებს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად.

უფროს ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:

  • მომხმარებელთა ქცევის კვლევა და ინსაითების იდენტიფიცირება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • ინოვაციური მიდგომების და ახალი შესაძლებლობების მოძიება, მათ შორის AI-ის გამოყენების გზების კვლევა ყოველდღიურ პროცესებში;
  • მარკეტინგის მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მიმართულებისა და პროდუქტების სტრატეგიის შექმნა და აღსრულება;
  • მაღალპრიორიტეტული საბანკო პროდუქტების შექმნის წარმართვა იდეაციიდან გაშვებამდე;
  • ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინება, ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობა და ბაზარზე სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა;
  • გავლენის მქონე კამპანიების შემუშავება და ბრენდის კონსისტენტურობის დაცვა ყველა არხში, მათ შორის ციფრულ, პრინტ თუ ფიზიკურ შეხების წერტილებში;
  • ქროს-ფუნქციურ გუნდებთან და სტეიკჰოლდერებთან კოლაბორაცია მარკეტინგის, ბიზნესის, დამხმარე გუნდების, კვლევებისა და IT მიმართულებით პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის;
  • პროდუქტების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა მონაცემების ანალიზით, ბაზრის კვლევისა და მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით;
  • კამპანიისა და პროდუქტის პერფორმანსის მონიტორინგი, ანალიზი და დატაზე დაყრდნობილი ოპტიმიზაცია.

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრული პროდუქტების ან მარკეტინგის მიმართულებით: მარკეტინგის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, ბრენდ მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მარკეტერი;
  • გამოცდილება მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში;
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და კვლევების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი აზრით, უფროსი ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის კომფორტი;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირების უნარი კვლევებსა და მონაცემებზე დაყრდნობით;
  • growth marketing-ის პრინციპების ცოდნა (სასურველია);
  • მონაცემების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Power BI - სასურველია);
  • ციფრულ არხებში ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვის გამოცდილება;
  • ინიციატივის გამოჩენის და იდეების არგუმენტირების უნარი;
  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის და ახალი მიდგომების ტესტირების სურვილი;
  • ინტერესი AI-ის მიმართ და მისი გამოყენების სურვილი სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის;
  • გუნდთან თანამშრომლობის და საერთო შედეგზე ორიენტირების უნარი.

გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ანალიტიკურ, შედეგზე ორიენტირებულ და განვითარებაზე ფოკუსირებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე!

გამოხმაურებას ველით 2026 წლის, 27 ნოემბერი, წარმატებები!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა