კატეგორიის მენეჯერი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", "Liebherr" და "Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის წლიური შესყიდვების გეგმის მიხედვით კატეგორიის პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების ციკლის ზედამხედველობა;
- კატეგორიის გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი, სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ყოველკვირეული ანალიზი;
- გაყიდვების სამსახურთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
- მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
- ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
- მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, კატეგორიის ასორტიმენტზე და მათზე ფასების შეთანხმება;
- პროექტული შესყიდვების განხორციელება პარტნიორ კომპანიებთან;
- შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა/ელ-ფოსტით გაგზავნა;
- ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
- კატეგორიის ბმული პროდუქტების გამოვლენა და შემდგომი შესყიდვის პროცესის დაგეგმვა;
- გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებთან შეხვედრებზე გასვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.