დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი
"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონს.
ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.
"სილქნეტში" 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.
"სილქნეტი" - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი, ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.
ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.
შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!
მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet
ს.ს. " სილქნეტი" აცხადებს დიზაინის გუნდის ხელმძღვანელის ვაკანსიას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=16707 განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე http://jobs.silknet.com/, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.