8127 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZJTVXWZC გამოქვეყნდა 26 აგვ 1 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Grass via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია BBS / შპს ბიკო არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ ვწარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის Puratos) და ვაწარმოებთ იმპორტს.

ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.

რას აკეთებთ: - ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე; - კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა); - პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად); - პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება; - ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები); - მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).

ვის ვეძებთ: - გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა); - მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან; - სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი; - საკუთარი ტრანსპორტი; - საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).

რას გთავაზობთ: - კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე); - პროფესიული ტრენინგი და სწავლება Puratos-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან; - კორპორატიული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია; - განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ; - გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.

CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge

წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: კონდიტერი — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Grass
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა