7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZMGT7TWG გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

საწყობის მიმღები ოპერატორი - ოქროყანა

გუდვილი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები: - შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა; - მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; - მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება; - კომპანიის სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა; - მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი; - ფიზიკური სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - უფასო სამგზავრო ბარათს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8wXamRue გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
გუდვილი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა