უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ტექნიკოსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ტექნიკოსი
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი ** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** იზრუნოს საქვაბის, სანასოსეს, გაზგაყვანილობის, ელექტრო მოწყობილობისა და წყალგაყვანილობის გამართულ მუშაობაზე; ** იცნობდეს საქვაბეში, სანასოსეში დამონტაჟებული აგრეგატების ტექნიკურ მაჩვენებლებს და მუშაობის პრინციპებს; ** იცოდეს შენობა-ნაგებობებში ცხელი და ცივი წყლის, აგრეთვე ტერიტორიაზე ელექტრო და გაზგაყვანილობის მიმწოდებელი სისტემა; ** მუდმივი თვალყური ადევნოს და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურება გაუწიოს დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსზე არსებულ სიმულაციურ მოწყობილობებს; ** შექმნას სასწავლო აღჭურვილობის, სიმულაციური სისტემების, სასწავლო შეიარაღების შენახვისათვის საჭირო აუცილებელი პირობები.
განათლება:
** ხარისხი (სავალდებულო) — საშუალო; ** საშუალო-პროფესიული შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი; ** ბაკალავრის ხარისხი; ** შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი.
გამოცდილება:
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წლის გამოცდილება.
ცოდნა:
** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; ** საქვაბის, სანასოსეს, გაზგაყვანილობის, ელექტრო მოწყობილობისა და წყალგაყვანილობის ტექნიკური მაჩვენებლებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** სიმულაციური მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, გამოყენება და მომსახურება.
სხვა უნარები:
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო; ** კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).
ანაზღაურება: 2122 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066