8260 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZR9VFE20 გამოქვეყნდა 9 სექ 2 ნახვა

კრაფტ ფუდი

კრაფტ ფუდი

მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი

კრაფტ ფუდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Craft Food" ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს.

კრაფტის ჰოლდინგში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები: Craft Food, Craft Shawarma Express, Craft Grill and Beer Restaurant, Craft Pizza.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** მარკეტინგული სტრატეგიისა და წლიური გეგმის შემუშავება.

** ბრენდინგისა და რებრენდინგის პროცესების მართვა, ბაზარზე ბრენდის სტრატეგიული პოზიციონირება, ბრენდების მასშტაბირება და ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვა.

** ბაზრის, მომხმარებლისა და კონკურენტების ანალიზი, აქტიური და პასიური პროდუქტების ანალიზი, შესაბამისი აქციების დაგეგმვა, მარკეტინგული სტრატეგიისა და კამპანიების შექმნა, გაყიდვებისა და მარკეტინგული მონაცემების ანალიტიკა Campaign Performance, ROI, Audience Insights.

** ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა, სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი.

** მედიასთან ურთიერთობა, ინფლუენსერების შერჩევა და მათთვის მიზნობრივი ფსიქოლოგიური სცენარების შექმნა Emotional Triggers, Behavioral Patterns, Storytelling Mechanics.

** მარკეტინგული გუნდის მართვა და განვითარება.

** შედეგებისა და KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი.

** Market trends-ისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

ჩვენთან მუშაობისთვის საჭიროა:

** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

** შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა.

** პასუხისმგებლიანობა.

** პუნქტუალურობა.

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე მუშაობა და 2 დღე დასვენება.

** ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის მიხედვით).

** ადგილმდებარეობა: თბილისი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ;პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კრაფტ ფუდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა