9.161 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

ZT14RABA 26 Eki tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

უსაფრთხოების თანამშრომელი

Oturum açın ve başvurun
Görüşülür 24 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფში“ გვაქვს უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, წყნეთი, მცხეთა. ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები 3 დღეში ერთხელ.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის კუთვნილებაში არსებული სრული პერიმეტრის (მიკუთვნებული სამუშაო ფილიალის ფარგლებში) კონტროლი და წესრიგის დაცვა; - კონფლიქტური სიტუაციებისა და ინციდენტების აღკვეთა; - თანამშრომლების მოსვლისა და წასვლის მონიტორინგი; - დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; - სტუმრებისთვისა და პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და საჭირობის შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება.

მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz