9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZT9A7KP7 გამოქვეყნდა 16 ოქტ 55 ნახვა

სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის სპეციალისტი

აის ლენდ ჯორჯია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადისტრიბუციო კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე (საველე/ადგილზე შემოწმება).

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 08:30-დან - 17:00-მდე ანაზღაურება: 1500ლ

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების ვიზიტი: დადგენილი გეგმისა და მარშრუტის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების ადგილზე რეგულარული მონახულება.
  • პლანოგრამის კონტროლი: სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განთავსების (პლანოგრამის) სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
  • მარაგების მონიტორინგი: ობიექტზე შეტანილი და თაროზე არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების კონტროლი.
  • ვარგისიანობის ვადების კონტროლი: პროდუქციის სარეალიზაციო ვადების რეგულარული შემოწმება.
  • თაროების წესრიგის უზრუნველყოფა: პროდუქციის ეფექტიანი წარმოდგენისა და თაროების ვიზუალური მოწესრიგებულობის კონტროლი.
  • შედეგების დოკუმენტირება: მონიტორინგის შედეგების წერილობითი აღწერა და შესაბამისი ფოტოფიქსაცია.
  • მონაცემთა დამუშავება: ფოტომასალისა და მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია.
  • ანგარიშგება: უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ინსპექტირების რეპორტების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ტრანსპორტი: პირადი ავტომობილის ყოლა;
  • პროგრამული უნარები: MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • ავტომობილის საწვავი;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "აისლენდ ჯორჯიას" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიისგან მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა