IT სპეციალისტის სტაჟირება
"დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს პროგრამირების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება ჩვენს IT გუნდს მიმდინარე პროექტებში. ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, რეალურ გარემოში განავითაროთ თქვენი პროგრამული უნარები და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.
პოზიცია: IT სპეციალისტის სტაჟირება
დეპარტამენტი: IT დეპარტამენტი
ტიპი: სტაჟირება ნახევარი განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები:
** მცირე სკრიპტების/პროგრამების წერა და მოდიფიცირება (Python);
** ინსტიტუტის შიდა სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული კოდის ანალიზი და გაუმჯობესება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო ცოდნა Python-ში;
** Linux სისტემების (Ubuntu) საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და დავალებების პრიორიტეტების მიხედვით შესრულების უნარი;
მდებარეობა: ნუცუბიძის 77 (დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი)
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი)
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციების შესახებ 2026 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე:. აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "IT სპეციალისტი სტაჟირება".
ყურადღება: დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.