ბარისტა
olağana göre −60% · olağan 1,662 ₾ · 160 ilan
16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun
"Illycaffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა აეროპორტის ფილიალში:
ვაკანტური ადგილი: 2
მოვალეობები
- ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
- ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
- ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
- კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
- თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
- კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი
- ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა
- უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში
მოთხოვნები
- ბარისტად მუშობის გამოცდილება;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- ინგლისური (სავალდებულო); რუსული (სასურველია)
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 6.67 ლარი საათში +2 % ნავაჭრის (1 თვის შემდეგ) + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %)
- ოფიციალური დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება
- სამუშაო გრაფიკი: 2 X 2, 12 სთ, თვეში 15 დღე, დღე ღამე ცვლები, მცოცავი
- სამედიცინო დაზღვევა,
- კვება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.