8,651 აქტიური ვაკანსია
← ვინ ეძებს სამსახურს

ეძებს

ადმინისტრაციული მენეჯერი,ასისტენტი, ,,,ამ სფეროში

ქეთევან
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი ★ ახალი findjobs.ge-ზე Sep 2026-დან გამოქვეყნდა 18 სექ

გამარჯობა, დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საფრანგეთში, მაქვს საფრანგეთში მიღებული პროფესიული სერტიფიკატები ადმინისტრაციისა და ბუღალტერიის მიმართულებით. მაქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება საფრანგეთში ადმინისტრაციულ და საბუღალტრო მიმართულებებში. ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს დოკუმენტაციასთან და მონაცემებთან მუშაობას, ინფორმაციის დამუშავებასა და კონტროლს, ანგარიშების მომზადებას და ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებას.

საფრანგეთში მუშაობის გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, ჩამომეყალიბებინა მაღალი სიზუსტის, პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარები. ასევე მაქვს გამოცდილება სხვადასხვა პროფესიულ გარემოში, სადაც აუცილებელი იყო ინფორმაციის სწორად დამუშავება, ვადების დაცვა და ეფექტური კომუნიკაცია.ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებამ გამომიმუშავა ადამიანებთან კომუნიკაციის, ორგანიზებულობის, პასუხისმგებლობისა და სხვადასხვა სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

ვფლობ საოფისე პროგრამებს მაღალ დონეზე, რაც დასტურდება ასევე შესაბამისი სერტიფიკატით. კარგად ვფლობ ფრანგულ და რუსულ ენებს და მაქვს ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კანდიდატურა დაგაინტერესებთ და მომეცემა შესაძლებლობა, გასაუბრებაზე უფრო დეტალურად წარმოვადგინო ჩემი გამოცდილება.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

პატივისცემით,

ქეთევან მიქაბაძე

გაასაჩივრე

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა