8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

00TY92HC 16 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

სამორინე შანგრილა

სამორინე შანგრილა

მზარეული

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

სამორინე "Shangri La" (შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო დღე, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში.

მოთხოვნები:

  • მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წელიანი გამოცდილება
  • ევროპულ და ქართულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
  • უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა/დაცვა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
  • საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით
  • სანიტარული ნორმების შესაბამისად, სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებითა (თქვენი თანხმობა, რაც გამოიხატება მოცემულ ვაკანსიაზე თქვენი გამოხმაურებით, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა, შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება) და მიზნებით (კვალიფიციური კადრის მოძიება, შერჩევა, ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის განხილვა, პოტენციური დასაქმებულის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა დასაკავებელ პოზიციასთან, მოთხოვნად პოზიციებზე სარეზერვო ბაზების შექმნა და ორგანიზება).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) მიწოდება ხორციელდება ნებაყოფლობით, თუმცა მათი მიწოდების გარეშე შეუძლებელი იქნება თქვენი კანდიდატურის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ ვაკანსიაზე.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მონაცემთა სუბიექტი აღჭურვილია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მე-3 თავით გათვალისწინებული უფლებებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, მარიამ წიკლაურს შემდეგ ელ-ფოსტაზე.

შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით..

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამორინე შანგრილა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek