8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

07DVSMXP 17 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

რებილდი

რებილდი

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამშენებლო პროექტების მენეჯერს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • სამშენებლო პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;

პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.
  • ოფისის მისამართია - კოტე მახარაძის 4, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რებილდი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek