მოძრავი მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში, საკუთარი ავტომობილით.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
https://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი/იმერეთის რეგიონები სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ. დასვენება: შაბათი-კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარი + მანქანის ცვეთა 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა
აუცილებელია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტების უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი, პლანოგრამების დაცვა, ვადებისა და ნაშთების კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.