9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları
Bu iş ilanı kapandı ve artık başvuruları kabul etmiyor.

0J0N1HKX 11 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

G&A Group

G&A Group

დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოჯისტიკის კონტროლერი

G&A Group Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია- მოვალეობა:

  • დისტრიბუციის მძღოლების სამუშაო პროცესის კონტროლი და ოპერატიული მხარდაჭერა;
  • სადისტრიბუციო მანქანების მითვლის და დატვირთვის პროცესის სწორი წარმართვა დოკუმენტაციის მიხედვით;
  • ავტომობილების საწვავის გაცემა, საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მონიტორინგი;
  • საგზაო ჯარიმების აღრიცხვა, კონტროლი და დროული რეაგირება;
  • ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
  • სადისტრიბუციო მანქანების ტემპერატურის ყოველდღიური კონტროლი და რეპორტინგი;
  • მძღოლებთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ყოველდღიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29. სამუშაო გრაფიკი: სრული, ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ; კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: დისტრიბუციის დისპეტჩერი / ლოჯისტიკის კონტროლერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
G&A Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek