ხელმძღვანელის თანაშემწე
NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
- საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
- შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
- თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა.
- დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
- შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია.
- პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისების და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი.
- მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
- შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა.
- პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება.
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა.
- კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა.
- არქიტექტურულ გუნდთან კოორდინაცია.
- სხვადასხვა პროექტის სტატუსის კონტროლი, პროგრესის ანგარიშების მომზადება, პროექტების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.
- კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
- კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, slack და სხვ.) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
- ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული აზროვნება;
- სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- 10:00 - 19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება და სხვა შეღავათები:
- გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე; გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.